Logo

კალასი - უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ, ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება

პოლიტიკა
204
Frontnews image description

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

"შავი ზღვის რეგიონი არის ევროკავშირისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის, რადგან ის არის ცენტრალური აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი. ის მნიშვნელოვანია უსაფრთხოების, ვაჭრობისა და ენერგეტიკის კუთხით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის ქვეყნები აძლიერებენ თავიანთ კავშირებს ევროკავშირთან. არის გეოპოლიტიკური ძვრების შეგრძნება.

უკრაინა და მოლდოვა მიდიან ევროკავშირის წევრობისკენ. ასევე საქართველო, თუ ის ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. აგრეთვე თურქეთი არის მნიშვნელოვანი პარტნიორი და კანდიდატი ქვეყანა, თუმცა რეგიონის პოტენციალს ჩრდილს აყენებს რუსეთის ომი, საჰაერო სივრცის გახშირებული დარღვევები, თავდასხმები პორტებსა და საზღვაო მარშრუტებზე“, – განაცხადა კალასმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები