Logo

ქალი პოლიტიკოსები ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ

საზოგადოება
153
Frontnews image description

ქალი პოლიტიკოსები ევა შაშიაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავენ.

აღნიშნული მოთხოვნით ისინი საქმის პროკურორს ვაჟა თოდუას ხვდებიან. მათი განცხადებით, გარდა იმისა, რომ არ არსებობდა მისი დაკავების რაიმე ფაქტობრივი საფუძველიც კი, არ არსებობს ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები.

"გარდა იმისა, რომ არ არსებობდა მისი დაკავების რაიმე ფაქტობრივი საფუძველიც კი, არ არსებობს ასევე აღკვეთის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები. მას ჰყავს შშმ შვილი, რომლის ერთადერთი მომვლელი არის ევა. ის არის მარტოხელა დედა, მას თავადაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი იყოს დაუყოვნებლივ გათავისუფლებული", - განაცხადა მარიკა არევაძემ. 

ევა შაშიაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით არის დაკავებული.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები