კალიფორნიის გუბერნატორი - ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება, შტატი სასამართლოში სარჩელს შეიტანს


ავტორი
Front News საქართველო
კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსომის განცხადებით, შტატი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
მისი თქმით, ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის განთავსების შესახებ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება არის კრიზისის გამწვავება.
"დონალდ ტრამპმა შექმნა ის პირობები, რაც დღეს საღამოს თქვენ ტელევიზორში ნახეთ. მან გაამწვავა ვითარება მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ ეროვნული გვარდია გამოჰყავდა. ისინი ჩემთან კოორდინაციაში არ ყოფილან. არსებობს პროტოკოლი, არსებობს პროცესი. მას ეს არ აინტერესებდა“, – განაცხადა კალიფორნიის გუბერნატორმა.
ლოს-ანჯელესში უკვე მესამე დღეა, სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის ბურთულები, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი. შეტაკებები ასევე მოხდა აქციის მონაწილეებსა და ეროვნული გვარდიის წევრებს შორის.
თაგები:
კალიფორნია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა