
ავტორი
Front News საქართველო
მე აქ ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად და პოლონეთის დიდებულ პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიდექით, როდესაც რუსეთის ტანკები უახლოვდებოდნენ თბილისს და თბილისი გადარჩა, საქართველო გადარჩა, – ამის შესახებ პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომისიის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი.
“მე აქ ვიდექი თქვენს დიდებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად და პოლონეთის დიდებულ პრეზიდენტთან ლეხ კაჩინსკისთან ერთად. ჩვენ აქ ვიდექით, როდესაც რუსეთის ტანკები უახლოვდებოდნენ თბილისს და თბილისი გადარჩა, საქართველო გადარჩა, საქართველო გადარჩა რუსულ აგრესიას. მე მქონდა ოცნება, მე მქონდა ნამდვილი ქართული ოცნება, რომ თქვენი ქვეყანა ევროპაში ყოფილიყო სავსე სიყვარულით და თავისუფლებით. მე ეს ოცნება მაქვს ახლაც და თქვენ. ჩვენ გავიმარჯვებთ, საქართველო იქნება ევროპაში. არავინ უნდა გაბედოს თქვენი ხმის მოპარვა, საქართველო იქნება თავისუფალი. და მინდა ბოლოს ვთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი“, – განაცხადა მიჰაუ კამინსკიმ.
თაგები:
მიჰაუ კამინსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს