
ავტორი
Front News საქართველო
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-შემეცნებითი კამპანიის – ”ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სკოლებში შეხვედრები გრძელდება.
სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან შეხვედრები სამცხე-ჯავახეთში, ბორჯომის N1 და N3 საჯარო სკოლებში გამართეს.
შსს-ს ცნობით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრების მიზანია სკოლის მოსწავლეებში საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე არასრულწლოვნების მიერ და მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულების პრევენცია.
საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციის, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112“-ის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდეს მართლწესრიგთან დაკავშირებით მათთვის საჭირო და აქტუალურ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ბავშვთა უფლებების, ნაადრევი ქორწინების და მისი ზიანის, ბულინგის, ძალადობისა და ორგანიზებული დანაშაულის შესახებ. შეხვედრებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბავშვებს სხვადასხვა სტრუქტურული დანაყოფის საქმიანობის ამსახველი ვიდეორგოლი წარუდგინეს.
შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სამართალდამცველებმა მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო შემეცნებითი კამპანიის – „ემეგობრე პოლიციას“ ფარგლებში, სკოლებში საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გრძელდება და ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, სხვადასხვა სკოლაში გაიმართება.
თაგები:
ემეგობრე პოლიციას
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს