კან ტანია – ჩვენ არ ვყიდით ჩვენს სუვერენიტეტს და არ ვვაჭრობთ თავისუფლებით


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი კან ტანია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება.
“საქართველოს პრემიერი დამოუკიდებლობის აღიარებას გვთავაზობს? ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზად არის 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამი წლის განმავლობაში, თუ ჩვენ გვინდა საქართველოსთან კვლავ გაერთიანება. მისი თქმით: “ამ ინვესტიციამ შეიძლება აფხაზეთი მეორე მონაკოდ აქციოს, სოხუმი კი მონტე კარლოდ“.
ძვირფასო ბატონო ღარიბაშვილო, მინდა შეგახსენოთ, რომ 1992-1993 წლებში საქართველოს მიერ გაჩაღებული ომის მიერ მიყენებულმა ნგრევამ აფხაზეთს სხვადასხვა შეფასებით 17 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენა. თუ ეკონომიკურ ზარალზე ვსაუბრობთ, მაშინ აფხაზეთის გაცილებით დიდი ოდენობის ვალი გაქვთ და ყოველგვარი “თუ“ პირობების გარეშე.
აფხაზეთის რესპუბლიკა საქართველოსთან არანაირი ფულის გამო არ გაერთიანდება, ჩვენ არ ვყიდით ჩვენს სუვერენიტეტს და არ ვვაჭრობთ თავისუფლებით. მაგრამ თქვენს განცხადებაში არის რამდენიმე საღი წინადადება, კერძოდ, მოსაზრება, რომ აფხაზეთი შეიძლება გახდეს მონაკო.
ამისათვის თქვენ კი არ გჭირდებათ 10 მილიარდი დოლარის დახარჯვა, არამედ მხოლოდ მთავრობის დადგენილების მიღება, რომელიც აღიარებს აფხაზეთის სუვერენიტეტს, რაც საშუალებას მოგვცემს გავწევრიანდეთ გაეროში, ვითანამშრომლოთ სხვა ქვეყნებთან და კიდევ უფრო განვავითაროთ ქვეყანა.
მითუმეტეს, თქვენ ირწმუნებით, რომ ტიფლისი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ მშვიდობიანი პოლიტიკის მომხრეა და ამ მიდგომას არ გადახედავს.
ჟენევის დისკუსიები, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის ხელმოწერა, 1994 წლიდან მიმდინარეობს, მაგრამ სამშვიდობო ხელშეკრულება ჯერ არ არის ხელმოწერილი. თქვენი სიტყვები ეწინააღმდეგება საქმეებს.
აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს მიმართ ნდობის თანდათანობით აღდგენის გზას მხოლოდ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ შეძლებს. ყველა სხვა შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსების სიტყვებს ჩვენს საზოგადოებებში სერიოზულად არ მიიღებენ.
გთავაზობთ, აუნაზღაუროთ აფხაზეთს ომის შედეგად მიყენებული ეკონომიკური ზიანი და აღიაროთ სუვერენიტეტი, რათა უზრუნველყოთ საიმედო უსაფრთხოება სამხრეთ კავკასიის მთელი რეგიონისთვის”, – წერს კან ტანია.
თაგები:
კან ტანია

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ არ ვართ მონები, ეს ქვეყანა გვეკუთვნის ჩვენ, ჩვენს შვილებს და მას საჯიჯგნად არავის დავუტოვებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენ და ჩვენს შვილებს აშანტაჟებდა ევროპული ბიუროკრატია, როცა 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს სტატუსი, შემდეგ არ გაგვიხსნეს მოლაპარაკებები

მამუკა მდინარაძე – ამ ქვეყანაში ომი იყო 2008 წელს და ეს ომი, არც ჩვენს მოქალაქეებს და არც ჩვენს მეგობრებს არ უნდა დაავიწყდეთ