კანადის მთავრობა მოსახლეობას მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს


ავტორი
Front News საქართველო
კანადის მთავრობამ მოსახლეობას მოუწოდა, „ომიკრონის“ შტამის სწრაფი გავრცელების გამო, არ დატოვონ ქვეყანა მოგზაურობის მიზნით და ქვეყნის შიგნით გადაადგილებაც მინიმუმამდე დაიყვანონ.
“მინდა გითხრათ, რომ ახლა მოგზაურობის დრო არ არის“, -განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ჟან ივ ლუკასმა.
მოწოდებას კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც.
“მესმის, რომ ეს კარგი ამბავი არ არის, თუმცა მინდა ყველას მოგიწოდოთ სიფრთხილისკენ, მოახლოებული საახალწლო დასვენებების გათვალისწინებით“, – აღნიშნა მან.
ბოლო 7 დღის შედეგების გაანალიზების შედეგად დგინდება – მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს საყოველთაო იმუნიზაციის კამპანია, ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ განუხრელად მატულობს, ჰოსპიტალური სექტორი კი არცთუ ისე კარგადაა მომზადებული ახალ ტალღასთან გასამკლავებლად.
ჯანდაცვის სექტორის წარმომადგნელების განცხადებით, კოლეგების უმეტესობას აღარ აქვს საჭირო რესურსი ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად.
თაგები:
კორონავირუსი