Logo

“კანონპროექტი დაინიცირდება შეთანხმებულ ვადაში და კანონპროექტს მივიღებთ, შეთანხმებას შევასრულებთ”

საზოგადოება
980
Frontnews image description

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტი ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდება. 

"აუცილებლად დაინიცირდება ამნისტიის კანონპროექტი. "ქართული ოცნება" შეასრულებს პირობას. არავის არაფერი გადაუფიქრებია. აქ თუ იქნება რესურსი რომ დაგვეთანხმოს ოპოზიცია სამართლიან, რაციონალურ პროექტზე, ეს იქნება სამართლიანი და რაციონალური, თუ არ დაგვეთანხმება ეს იქნება მათი არჩევანი. კანონპროექტი დაინიცირდება შეთანხმებულ ვადაში და კანონპროექტს მივიღებთ. შეთანხმებას შევასრულებთ. მეტ ინფორმაციას ხვალ გაიგებთ. ხვალ გვექნება კონკრეტული ბრიფინგი, კონკრეტულ საკითხზე", – განაცხადა ოხანაშვილმა. 

მისივე თქმით, "ერთი ადამიანის ხუშტური, ვის რა როგორ მოუნდება, ვერ გადაწონის შეთანხმებას".

"სამწუხაროდ, საქართველოში არიან რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები, რომლებიც ცდილობდნენ ზედმიწევნით ჩაეშალათ შეთანხმება. ახლა ასევე იკვეთებიან ჯგუფები, რომლებსაც შეთანხმების აღსრულების ჩაშლა სურთ. ჩვენი პასუხი და პოზიციაა, რომ შეთანხმების და ევროპული ღირებულებების ერთგული ვრჩებით. ყველა პუნქტი, რომელზეც პასუხისმგებლობა ვიკისრეთ, უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები