კანცელარიასთან აქციის მონაწილეები და პოლიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ავტორი
Front News საქართველო
მთავრობის კანცელარიასთან ხმაური და დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეები და პოლიციის წარმომადგენლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამჯერად ინციდენტი დაკავების გარეშე დასრულდა.
დაპირისპირება მოყვა ლევან ხაბეიშვილის მცდელობას, რომ ასფალტზე წარწერა – “თავისუფლება მიშას” გაეკეთებინა.
კამათში “ნაციონალური მოძრაობის| თავმჯდომარე ნიკა მელია ჩაერთო. მან პოლიციის წარმომადგენლებს კრიმინალები უწოდა.
“შეხლა- შემოხლა კი არა სახელმწიფო აქვთ მიტაცებული. არ მაქვს სურვილი მოკრიმინალო პოლიციელებთან კამათის”, – განაცხადა მელიამ.
მისივე თქმით, ეს პოლიციელებიც გასათავისუფლებლი არიან.
ინციდენტის შემდეგ ადგილზე დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება მოხდა.
ადგილზე ამ დრომდე დაძაბული სიტუაციაა, ადგილი აქვს ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც.





