კაპრალმა მორის საბაშვილმა რეაბილიტაციის კურსი აშშ-ში გაიარა


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურემ კაპრალმა მორის საბაშვილმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრუკის სამხედრო სამედიცინო ცენტრში რეაბილიტაციის კურსი დაასრულა და სამშობლოში დაბრუნდა.
მორის საბაშვილი აშშ-ში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა, სადაც ზედა და ქვედა კიდურებზე ორი რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც მან გაიარა ოკუპაციური, აკვა და ფიზიკური თერაპიის სრული კურსი. ამერიკელმა ექიმებმა ამპუტირებულ სამხედრო მოსამსახურეს უახლესი ტექნოლოგიების პროტეზები დაუმზადეს.
კაპრალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი კარლო ლაბაძე დახვდნენ.
კაპრალი მორის საბაშვილი 2010 წლის აპრილში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, რა დროსაც მან კიდურების დაზიანება მიიღო. მან ხანგრძლივი მკურნალობის კურსი გერმანიასა და ამერიკაში გაიარა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსა და ერაყის მისიაში.
თაგები:
თავდაცვის სამინისტრო

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს