“კარგად მიმდინარეობს, ბევრი საკითხი განიხილეს” – აშშ-უკრაინის მოლაპარაკებები საუდის არაბეთში


ავტორი
Front News საქართველო
საუდის არაბეთში რამდენიმე საათია, უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ქვეყნების წარმომადგენლები ხუთ საათზე მეტია, საუბრობენ.
მედიის ცნობით, უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადებით, კიევსა და მოსკოვს შორის შესაძლო ნაწილობრივი ზავის შესახებ მოლაპარაკებები, რომლებიც აშშ-სა და უკრაინას შორის მიმდინარეობს, კარგად მიდის.
“მოლაპარაკებები კარგად მიდის, ბევრი საკითხია განხილული”, – განაცხადა უკრაინელმა მაღალჩინოსანმა.
დღეს საუდის არაბეთში უკრაინისა და ამერიკის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში მოლაპარაკებებიდან დადებით შედეგებს ელის. ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უკრაინას მოუწევს დაუთმოს რუსეთს ტერიტორიები, რომლებიც მან 2014 წლიდან სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში წაართვა.
მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებს წარმოადგენენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლზი, უკრაინას კი პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრი ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი.
ასევე, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამჟამად საუდის არაბეთში იმყოფება, თუმცა ის მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება.
აღსანიშნავია, რომ თებერვალში ამერიკელი ოფიციალური პირები საუდის არაბეთში რუს ოფიციალურ პირებს შეხვდნენ. მათი მოლაპარაკებები დაახლოებით 4,5 საათს გაგრძელდა.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს