Logo

“კარგია, რომ გახარია ახალ დინამიკას, ახალ ინტრიგას გააჩენს პოლიტიკაში”

საზოგადოება
772
Frontnews image description

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Front news_copy International-თან აცხადებს, რომ გიორგი გახარიას დაბრუნება პოლიტიკურ პროცესებს საინტერესოდ განავითარებს და გამოაცოცხლებს.

მისივე თქმით, ნაადრევია იმაზე საუბარი, მესამე ძალა იქნება, თუ "ოცნებას" დაუბრუნდება, ამიტომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებს, უნდა დაველოდოთ. 

"ჯერ ძალიან ცოტა ინფორმაცია გვაქვს. რა ფორმით აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, რას აპირებს საერთოდ, ამაზე მას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. მან თქვა, რომ არსად არ წასულა, კი ბატონო, გავიგეთ, მაგრამ დეტალები ჯერ ხომ არ ვიცით? აქედან გამომდინარე, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი. მისი პოლიტიკაში გააქტიურება თავისთავად საინტერესი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ დღეს ვართ პოლიტიკურ ჩიხში, საჭიროა ახალი შეთავაზებები. კარგია, რომ ახალ დინამიკას, ახალ ინტრიგას გააჩენს პოლიტიკაში, ცოტა გააცოცხლებს რაღაცებს. ასე რომ, კარგია. მესამე ძალა იქნება, მეოთხე, მეხუთე თუ მეექვსე, წინასწარ ამის თქმა ძნელია, იქნებ "ქართულ ოცნებაში" აპირებს დაბრუნებას? ჩვენ არ ვიცით, არ უთქვამს ადამიანს არაფერი და ჩვენ ავაგოთ რაღაც თეორიები იმაზე, რაც ჯერ არ არსებობს, ვფიქრობ, წყლის ნაყვა გამოვა. დაველოდოთ, გააკეთოს განცხადება და იმისდა მიხედვით ვიმსჯელოთ", – განაცხადა ხუხაშვილმა. 

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

თაგები:

Advertisement