Logo

კარლ ჰარცელი – ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა, ევროკავშირი ადგილზეა და მზად არის მხარდაჭერისთვის

პოლიტიკა
11.04.2022 / 22:32
Frontnews image description

კომისიას ოთხი კვირა აქვს კითხვარზე პასუხებისთვის, რაც პრინციპში საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შემცირებულია კითხვების რაოდენობა, რათა ჩქარა წავიდეს პროცესი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის განაცხადზე კითხვარის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირმა პროცესი მაქსიმალურად დააჩქარა.

 

“ევროკავშირმა 7 მარტს მიიღო გადაწყვეტილება, თავისი მოსაზრებები გაეზიარებინა სამ განაცხადზე, ესენია, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. ეს პირველი ნაბიჯია ამ პროცესისა. რაც შეეხება დროში გაწერას, გრაფიკს, კომისიას ოთხი კვირა აქვს პასუხებისთვის, რაც პრინციპში საკმაოდ პატარა დროა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ შემცირებულია კითხვების რაოდენობა, რათა ჩქარა წავიდეს პროცესი. პასუხების შემდეგ, ფორმალური მოსაზრებები უკვე წავა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ევროკავშირის საბჭოში, რომლებიც უკვე დაფიქრდებიან შემდეგ ნაბიჯზე“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური პროცესი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე აპლიკანტი ქვეყნისთვის. 

 

“ჩვენ ახლა ვართ მომსწრე პროცესის სწრაფი დაწყების, რომელიც შეიძლება ბოლოში უფრო დააჩქარონ. ამ კონტექსტში ხაზი გავუსვა ისტორიულ მომენტს, რაც ამ განაცხადის პროცესს აქვს – ეს არის ისტორიული შესაძლებლობა, მაგრამ მას ბევრი გამოწვევა ახლავს. მნიშვნელოვანია, რომ ამ შესაძლებლობის გამოყენება და გამოწვევების დაძლევა. 

 

ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი ყველა პოლიტიკური მხარისათვის, რათა გააკეთონ ყველაფერი, რომ ამ მიზანთან მიმართებაში ერთობა იყოს, გააკეთონ ყველაფერი რაც საჭიროა, რეფორმების ჩატარების თვალსაზრისით და საქართველოს როლის გააქტიურებისთვის, მისი მზადყოფნისთვის მსოფლიოსა და ევროპაში.  ახლა ბურთი საქართველოს მოედანზეა. ევროკავშირი ადგილზეა და მზად არის მხარდაჭერისთვის, დაე, დიდი მუშაობა დავიწყოთ“, – განაცხადა ჰარცელმა.

 

სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები