კარლ ჰარცელი – ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.
ამ განცხადებით კარლ ჰარცელი რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს გამოეხმაურა, რომელმაც გუშინ აღნიშნა, რომ ბუქარესტის სამიტის თეზისების გამეორება ცეცხლთან თამაშია.
“ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ დავიცვათ საქართველოს სუვერენიტეტი, საზღვრები და უსაფრთხოება. აქტიურად ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ კონფლიქტის მოგვარება სწორი გზით ხორციელდებოდეს. გუშინ მოისმინეთ განცხადება იმის შესახებ, რომ ვაპირებთ მეტი რესურსის გამოყოფას იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, გავაძლიეროთ სამედიცინო და საინჟინრო შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია საქართველოში მედეგობისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად. რაც შეეხება უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებულ არჩევანს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის თავად ქვეყნების ხელში და თითოეულმა ქვეყანამ თავად უნდა განახორციელოს ეს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს