
ავტორი
Front News საქართველო
ნათელია, რომ ძალადობის ადგილი არ არის დემოკრატიულ საარჩევნო კამპანიაში. საჭიროა ამის არა მხოლოდ დაგმობა, არამედ ასევე უზრუნველყოფა, რომ ამას შესაბამისი სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, რაც იმედი მაქვს, უკვე დაიწყო და შედეგებს გამოიღებს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დმანისში მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.
“რა თქმა უნდა, ძალადობა არის კიდევ ერთი ასპექტი პოლარიზაციისა, რომელსაც ვხედავთ ამ საარჩევნო კამპანიაში ისევე, როგორც ვხედავდით სხვა საარჩევნო კამპანიების დროს და რასაც მოჰყვება არა მხოლოდ მკაცრი რიტორიკა, არამედ ასევე საზოგადოების აშკარა დაყოფა. ყველაფერი ეს იწვევს ფრუსტრაციას და საბოლოოდ, ვშიშობ, ამგვარი ტიპის ძალადობის შემთხვევებს.
საჭიროა, ზოგადი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ შეიძლება ამ პოლარიზაციის შემცირება, რათა მომავალში თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს