Logo

კარლ ჰარცელი – ევროპელი ლიდერები კონსულტაციას გადიან პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით რა უნდა იყოს შემდგომი შესაბამისი ნაბიჯი

პოლიტიკა
1567
Frontnews image description

უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება საერთაშორისო სამართლის აშკარა და უხეში დარღვევა და მაგალითი იმისა, რა საფრთხეს უქმნის ყველას, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები პარტნიორებთან კონსულტაციებს გადიან იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა იყოს შემდგომი ნაბიჯები.

 

“ევროპელი ლიდერები კონსულტაციას გადიან პარტნიორებთან იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა იყოს შემდგომი შესაბამისი ნაბიჯი. ჩვენ, ასევე, ველით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ეს რეგიონისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის და რა შესაბამისი დასკვნების გამოტანა შეიძლება არსებული ვითარებიდან“,- განაცხადა ჰარცელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები