
ავტორი
Front News საქართველო
ჩემთვის, ბოლო არჩევნების მთავარი გმირები საქართველოს მრავალრიცხოვანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ, რომ მათი ხმა გაეგოთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა „იმედის კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა. კერძოდ, რამდენად მოხერხდა ამ არჩევნებზე ამომრჩევლის ნების სრულყოფილად ასახვა.
“ვფიქრობ, რომ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ ეს წელი მრავალი თვალსაზრისით განსაკუთრებულად მძიმე და რთული იყო. პოლიტიკურ ასპარეზზე იმედის ნაპერწკალი 19 აპრილის შეთანხმებაში დავინახე, რომელსაც თითქოს, უნდა დაესრულებინა პოლიტიკური კრიზისი და საქართველო ევროპულ გზაზე დაებრუნებინა. სამწუხაროდ, მას შემდეგ ბევრი შესაძლებლობა იყო ხელიდან გაშვებული. ვფიქრობ, ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ბოლო არჩევნები ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები კი არა, ეგზისტენციალური მოვლენა იყო; ჩემთვის, ბოლო არჩევნების მთავარი გმირები საქართველოს მრავალრიცხოვანი მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც არჩევნებზე მივიდნენ, რომ მათი ხმა გაეგოთ, მიუხედავად ძალზე აგრესიული საარჩევნო კამპანიისა და დაფიქსირებული ხარვეზებისა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.
თაგები:
კარლ ჰარცელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს