კარლ ჰარცელი – ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე


ავტორი
Front News საქართველო
ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰარცელის თქმით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან დაკავშირებით მის როლს.
„უპირველეს ყოვლისა, როგორც იცით, მე დამოკიდებული ვარ დიდწილად მნიშვნელოვან აქტორებზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თვალყურის დევნებისთვის. მსურს, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მის როლს. ეს ასევე ეხება ობიექტური სამედიცინო რჩევის საჭიროებას, მისი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებისთვის და ასევე, რეკომენდაციების შესრულების საჭიროებას. ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი. ვფიქრობ, ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ასევე ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი. როდესაც საქმე ეხება ამჟამინდელ სიტუაციას, მჯერა, დროულია, რომ ჩიხიდან და დებატებიდან მოხდეს შესაბამის ქმედებებზე გადასვლა, რათა შექმნილი სიტუაცია მოგვარდეს ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე“, – განაცხადა ჰარცელმა.


თამარ ჩერგოლეიშვილი – ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ 31 მარტის აქციის დღის წესრიგში იყოს არა ის, რაც გვყოფს, არამედ ის, რაც გვაერთიანებს

კარლ ჰარცელი – ამ არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, რამდენად არის მზად საქართველო დემოკრატიის ამ გამოცდისთვის

ირაკლი ზარქუა – ვუსურვებდი აშშ-ს, რომ ის რეკომენდაციები რაც არის, მათ შორის ეუთო/ოდირის, არც ერთი არ ჰქონია შესრულებული და დროულად შეასრულონ