Logo

კარლ ჰარცელი – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას

პოლიტიკა
07.05.2022 / 17:55
Frontnews image description

პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

“კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, ჩვენ ხაზს ვუსვამთ იმას, რაც ფუნდამენტურია ევროკავშირისთვის. კერძოდ, იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, მათ შორის სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევასა და მისი ფუნდამენტური უფლებების დაცვაზე ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას და ეს არის ის, რასაც ჩვენ მათგან ველით.

 

მათგან ველოდებით მოქმედებას, რომელიც მისი პირობების შეფასებას შეესაბამება. არაერთხელ მითქვამს, მე არ ვარ ექიმი, არ ვარ ფაქტების მცოდნე, მაგრამ მივესალმები, რომ გადაწყვეტილებები და ქმედებები მიიღება დამოუკიდებელი სამედიცინო რჩევის საფუძველზე“, – განაცხადა კარლ ჰაცელმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები