
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა.
“არ მაქვს ინფორმაცია ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პირველწყაროდან და არც ექიმი ვარ, რომ სწორი შეფასებები გავაკეთო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ შეშფოთებული ვართ გავრცელებულ მოხსენებებთან დაკავშირებით, მათ შორისაა სამედიცინო ექსპერტების ანგარიში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.
ჩემთვის და ევროკავშირისთვის გადამწყვეტია, რომ ბატონი სააკაშვილის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს არ არის პოლიტიკური არჩევანის საკითხი, ეს არის ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხი“, – განაცხადა ჰარცელმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს