
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებასა და ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილე პოლიტიკოსების მიერ შიმშილობის შეწყვეტას ეხმაურება.
“მივესალმებით გუშინ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც მიმართული იყო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ, ასევე ელენე ხოშტარიასა და სხვა მოშიმშილეების შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
იმედია, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება შემდგომი პროგრესისთვის. ფუნდამენტურ უფლებებს, ობიექტურ სამედიცინო რჩევას და შემდგომ სამართლებრივ პროცესს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს კარლ ჰარცელი “ტვიტერზე”.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს