
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ კვლავ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარმოადგენს თავის მოსაზრებას ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჰარცელი ვარაუდობს, რომ განაცხადებზე მოსაზრებას ევროპული კომისია 2-3 კვირაში წარადგენს.
“ევროკავშირის წევრობის განაცხადზე ის, რასაც ვიტყვი, საკმაოდ მოსაწყენი იქნება, რადგან მე უნდა ვისაუბრო პროცესის თვალსაზრისით. ჩვენ კვლავ ველოდებით მომენტს, როდესაც ევროპული კომისია წარმოადგენს თავის მოსაზრებას ევროკავშირში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადებზე. ჩემი პროგნოზით, ეს მოხდება უახლოეს 2-3 კვირაში“, – განაცხადა ჰარცელმა.
თაგები:
კარლ ჰარცელი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს