კარლ ნეჰამერი ავსტრიის კანცლერის თანამდებობას ტოვებს


ავტორი
Front News საქართველო
ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ავსტრიაში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ გარეშე კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა.
“უახლოეს დღეებში მე გადავდგები, როგორც კანცლერი და „სახალხო პარტიის“ ლიდერი და უზრუნველვყოფ მოწესრიგებულ გარდამავალ პერიოდს“, – აღნიშნულია ავსტრიის კანცლერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მანამდე მოლაპარაკებებიდან ლიბერალური პარტია Neos გავიდა, თუმცა „სახალხო პარტიამ“ და „სოციალ-დემოკრატებმა“ მოლაპარაკებები უშედეგოდ გააგრძელეს.
მას შემდეგ, რაც სექტემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა, ლიბერალური პარტია Neos, „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ სამპარტიული მმართველი კოალიციის ფორმირებას ცდილობდნენ.
თაგები:
კარლ ნეჰამერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს