
ავტორი
Front News საქართველო
24–29 ივნისს პროექტის - "ქართულ-ოსური სამშვიდობო ინიციატივა" ფარგლებში ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამის (საზაფხულო ბანაკის) ლიდერების მოსამზადებელი ტრენინგი გაიმართა.
"ექვსი დღის განმავლობაში რვა ქართველმა და ოსმა ახალგაზრდამ ინტენსიურად იმუშავა ლიდერობის, ფასილიტაციის, გუნდურობის, ჯგუფური დინამიკის, ეფექტური კომუნიკაციის, კონფლიქტის მედიაციისა და ტრანსფორმაციის, ასევე არაფორმალური განათლების მეთოდებზე. თეორიული ცოდნა შერწყმული იყო პრაქტიკულ სავარჯიშოებთან, სიმულაციებთან, ჯგუფურ მუშაობასა და რეალური სიტუაციების ანალიზთან, რაც მონაწილეებს დაეხმარა ლიდერის როლის უკეთ გააზრებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებაში.
ლიდერების გადამზადება პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია. სწორედ ისინი იქნებიან საზაფხულო ბანაკის ფასილიტატორები და ახალგაზრდების მთავარი მხარდამჭერები, რომლებიც იზრუნებენ უსაფრთხო, ინკლუზიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნაზე. ამიტომ, ტრენინგის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არა მხოლოდ ცოდნის მიღებას, არამედ ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც ლიდერებს დაეხმარება თითოეული მონაწილის ჩართულობის, კეთილდღეობისა და პოზიტიური გამოცდილების უზრუნველყოფაში.
ტრენინგის დასკვნით ეტაპზე, მონაწილეებმა ერთობლივად დაგეგმეს საზაფხულო ბანაკის პროგრამა, განიხილეს აქტივობების შინაარსი, შესაძლო გამოწვევები და მათი მართვის გზები. ამ პროცესმა ლიდერებს შესაძლებლობა მისცა, კიდევ ერთხელ გააზრებულად შეეფასებინათ საკუთარი პასუხისმგებლობა და ერთიანი გუნდის სახით მომზადებულიყვნენ მომავალი ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამისთვის, რომელიც ივლისში, ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართება 30 ქართველი და ოსი ახალგაზრდის მონაწილეობით.
საქველმოქმედო ფონდი „ლაზარე“ პროექტს ახორციელებს საქართველოს საპატრიარქოსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით", - აღნიშნულია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თაგები:
ფონდი „ლაზარე“
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს