"ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის მერობის კანდიდატი ადგილობრივ მხარდამჭერებს წარუდგინა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, სულხან თამაზაშვილმა ქობულეთის მოსახლეობას და ადგილობრივ მხარდამჭერებს მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე წარუდგინა.
სულხან თამაზაშვილის განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ ირაკლი ცეცხლაძე ღირსეულად უხელმძღვანელებს მუნიციპალიტეტს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მყარი საყრდენი გახდება.
ირაკლი ცეცხლაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს, მათ შორის იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე. 2025 წლის მაისიდან დღემდე კი ასრულებს ქობულეთის მერის მოვალეობას.
სულხან თამაზაშვილთან ერთად ქობულეთის მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ და პარტია "ქართული ოცნების” ქობულეთის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა გელა გოგიტიძემ წარუდგინეს.
თაგები:
ქობულეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს