Logo

“ქართული ოცნების” ძველი ნაძალადევი-ლოტკინის კანდიდატი დავით ჭელიძე მანჯგალაძისა და ლიკანის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა

პოლიტიკა
68
Frontnews image description

თბილისის საკრებულოში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი დავით ჭელიძე, მანჯგალაძის ქუჩაზე მდებარე „სამკუთხედ ბაღში“ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ძველი ნაძალადევი-ლოტკინის კანდიდატმა ამომრჩევლებთან მმართველი გუნდის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა და მათი საჭიროებები მოისმინა.

„წინასაარჩევნო შეხვედრა გავმართეთ იმ უბანში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მოსახლეობას გავაცანით ჩვენი გუნდის პრიორიტეტები, 4-წლიანი გეგმის ძირითადი მიმართულებები. ასევე, მოქალაქეებთან ინდივიდუალურად განვიხილეთ ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო საკითხები“, - განაცხადა დავით ჭელიძემ.

მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად ამომრჩეველს პარლამენტის დეპუტატი, ირაკლი ხელაძე და დედაქალაქის საკრებულოს წევრი ლევან არველაძე შეხვდნენ.

Advertisement