"ქართული ოცნების" გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე ბუზალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, კონსტანტინე ბუზალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს.
მერობის კანდიდატი ამჯერად ზემო და ქვემო ნიქოზის, ზემო ხვითისა და ფხვენისის მცხოვრებლებს შეხვდა.
“ცხინვალის მიმდებარე სოფლებში, მოსახლეობასთან შეხვედრა და მათი საჭიროებების მოსმენა ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია. ამჯერად, შევხვდით ზემო და ქვემო ნიქოზის, ზემო ხვითისა და ფხვენისის მცხოვრებლებს.
ნიქოზის თემში საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატი - მერაბ მელანაშვილი, შინდისში კი ზურაბ ყაჯრიშვილი იქნება.
ორივე მათგანს მოსახლეობა კარგად იცნობს და მჯერა, ერთად, კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.
ნიქოზში ყოფნისას არ შემეძლო ანიმაციური ფილმების ფესტივალს არ დავსწრებოდი. ასეთ ადგილას საერთაშორისო დონის ფესტივალი მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულის, ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის მკაფიო გამოხმაურებაა", - განაცხადა კონსტანტინე ბუზალაძემ.
თაგები:
გორი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


