"ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი თიანეთის მუნიციპალიტეტში ლევან წიკლაური წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად განაგრძობს


ავტორი
Front News საქართველო
ვაჯა-ფშაველას, ჯანგირაშვილის ქუჩების და ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. კომპლექსური სამუშაოებია, მოიცავს, როგორც: საფუძვლის ქვედა და ზედა ფენის მოწყობის სამუშაოებს, ასევე ტროტუარებს, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატმა თიანეთის მუნიციპალიტეტში ლევან წიკლაურმა განაცხადა, რომელსაც ადგილობრივთა მხარდაჭერა მერის პოზიციაზე ერთხელ უკვე ჰქონდა.
ლევან წიკლაურის თქმით, მუნიციპალიტეტში მოსახლეობისთვის არსებული პრობლემები ეტაპობრივად გვარდება, მათ შორისაა სასმელ წყალთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც მიმდინარე პროექტია და მალე დასრულდება.
"პრიორიტეტული იყო სასმელ წყალთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება, მიმდინარე პროექტია, დაახლოებით ორთვე-ნახევარში დასრულდება.
წლების მანძილზე იყო გადაადგილების კუთხით პრობლემა კონკრეტულ ქუჩაზე როგორც ტრანსპორტის, ისე მოქალაქეებისთვის, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქუჩას სრულად ჩატარებოდა რეაბილიტაცია“,- აცხადებს ლევან წიკლაური.
თაგები:
თიანეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს