"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი ზამურ ჭითანავა ბოლნისის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს


ავტორი
Front News საქართველო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ზამურ ჭითანავა, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობს.
მერობის კანდიდატის ცნობით, მას ბალახაურის, ჭაპალის, სამტრედოსა და მწყნეთის მცხოვრებლებთან ჰქონდა შეხვედრები.
"მორიგი საინტერესო, მეგობრული შეხვედრა მქონდა ბალახაურის, ჭაპალის, სამტრედოსა და მწყნეთის მოსახლეობასთან.
მოქალაქეებთან აქტიური კომუნიკაცია საშუალებას მაძლევს უშუალოდ მოვისმინო მათი საჭიროებები, ვუპასუხო შეკითხვებს და მათ გავუზიარო ჩემი და ჩემი გუნდის სამომავლო გეგმები.
მჯერა, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელებთ ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებას“, - წერს ზამურ ჭითანავა სოციალურ ქსელში.
თაგები:
ზამურ ჭითანავა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს