“ქართული ოცნების” ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა მაისურაძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა გამართა


ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა შალვა მაისურაძემ, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა ცოტნე დადიანის ქუჩის მოსახლეობასთან გამართა.
თვითმმართველობის არჩევნებში დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა, ამომრჩევლებს მმართველი გუნდის ხედვა და 4-წლიანი პროგრამის ძირითადი საკითხები გააცნო.
„წინასაარჩევნო კამპანია სრულდება და ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა დადიანის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებთან გავმართეთ. თვითმმართველობის არჩევნები თავისი შინაარსით ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის. მუნიციპალიტეტი ყველაზე ახლოს არის ხალხთან და მოსახლეობის ძირითადი პრობლემები სწორედ მუნიციპალური სამსახურების მიერ გვარდება. დარწმუნებული ვარ, 4 ოქტომბრის არჩევნებში ნაძალადევის მოსახლეობა სწორ, პრაგმატულ არჩევანს გააკეთებს და მხარს დაუჭერს ერთადერთ ძალას, რომელსაც შესწევს უნარი შეინარჩუნოს ქვეყანაში მშვიდობა და განვითარების ტემპი“, - განაცხადა შალვა მაისურაძემ.
კანდიდატთან ერთად შეხვედრას პარლამენტის წევრები - რატი იონათამიშვილი და ირაკლი ხელაძე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა და ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ანდღულაძე დაესწრნენ.
თაგები:
შალვა მაისურაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა