Logo

"ქართული ოცნების" თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს

პოლიტიკა
07.05.2025 / 14:22
180
Frontnews image description
© Government press office

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნების“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

პარტიამ ასევე პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დამტკიცდა.

პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში არიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, თეა წულუკიანი, ვახტანგ გომელაური, ირაკლი ჩიქოვანი, მაკა ბოჭორიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ქვრივიშვილი, დიმიტრი სამხარაძე, სულხან თამაზაშვილი, ნინო წილოსანი.

პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობას ასევე იკავებდა 2021-2024 წლებში.

Advertisement