"ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვახტანგ ღამბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს


ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების" ზესტაფონის მერობის კანდიდატი ვახტანგ ღამბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან შეხვედრებს ინტენსიურად აგრძელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, კანდიდატმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმები გააცნო, მათ საჭიროებები მოისმინა და „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ კურსზეც ისაუბრა, რომელიც ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას ეფუძნება.
„გასულ დღეებში შევხვდი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობას, დღეიდან კი აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებ ქალაქის მცხოვრებლებთან შეხვედრებს. მოვისმინე ადგილობრივების პრობლემები და ვისაუბრე სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ერთობლივი ძალისხმევით, თითოეული მოქალაქის ჩართულობით, ღირსეულად გავუმკლავდებით ყველა გამოწვევას და ზესტაფონი გახდება უფრო ძლიერი, წარმატებული, განვითარებული და უკეთესი მომავლის მქონე მუნიციპალიტეტი“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მთავარი მიზანი მოსახლეობასთან უშუალო კომუნიკაცია და მათი პრობლემების საფუძვლიანი გაანალიზებაა, რათა მომავალში ადგილობრივების საჭიროებებზე მორგებული კონკრეტული პროექტები განხორციელდეს.
თაგები:
ვახტანგ ღამბაშიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს