Logo

ქართველი მოფარიკავეები ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებენ

სპორტი
111
Frontnews image description

15-16 ნოემბერს ბულგარეთის დედაქალაქი სოფია ხმლით მოფარიკავე კადეტთა შორის კადეტთა ციკლის ტურნირს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით შვიდი ახალგაზრდა სპორტსმენი იასპარეზებს.

პირველ დღეს, 15 ნოემბერს, ინდივიდუალურ კატეგორიაში მედლისთვის ხმლით მოფარიკავე ვაჟები - გიორგი ურუშაძე, გაბრიელ ონიანი, საბა გოგოხია და დანიელ ჭეიშვილი იბრძოლებენ.

იმავე დღეს ასპარეზობაში ქალთა გუნდის წევრებიც - ანასტასია ასათიანი, თამარ კვინიკაძე და ნინო ტუღუში ჩაერთვებიან, რომლებიც გუნდურ შეჯიბრშიც მიიღებენ მონაწილეობას.

მომდევნო დღეს, 16 ნოემბერს პროგრამა უკვე შეიცვლება, ქალები ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გადაინაცვლებენ, კაცები კი გუნდურ ტურნირზე იასპარეზებენ.

ახალგაზრდა მოფარიკავეები სოფიაში არა მხოლოდ მედლებისთვის, არამედ საერთაშორისო გამოცდილების დასაგროვებლად მიემგზავრებიან.

Advertisement