Logo

ქართველი მოფარიკავეები საფრანგეთში გრანპრიზე იასპარეზებენ

სპორტი
17
Frontnews image description

ქართველი მოფარიკავეები საფრანგეთში გრანპრიზე იასპარეზებენ.

4, 5 და 6 დეკემბერს საფრანგეთი, ორლეანში გრანპრის უმასპინძლებს, რომელზეც ქართველი მოფარიკავეები იასპარეზებენ.

სანდრო ბაზაძე, ალექსანდრე თავართქილაძე და ალექსანდრა კუვაევა იქნებიან ის სპორტსმენები, რომლებიც საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

4 დეკემბერს 14:00 საათიდან გაიმართება ქალთა კატეგორიის ჯგუფური ეტაპის ბრძოლები T64-მდე, სადაც ალექსანდრა კუვაევა იასპარეზებს.

5 დეკემბერს 14:00 საათიდან დაიწყება კაცთა კატეგორიის ჯგუფური ეტაპის ბრძოლები T64-მდე, სადაც ალექსანდრე თავართქილაძეს ვიხილავთ.

რაც შეეხება მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, სანდრო ბაზაძე 6 დეკემბერს T64-დან განახლებულ ქალთა და კაცთა კატეგორიის ბრძოლებში 13:00 საათიდან ჩაერთვება.

Advertisement