Logo

ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა ევროპის 28-ე პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

სამხედრო
41
Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის ძალების დაჭრილი სამხედროები უნგრეთის დედაქალაქში გამართულ ევროპის მკლავჭიდის ჩემპიონატიდან გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ევროპის 28-ე პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატში კაპრალ-სპეციალისტმა მორის საბაშვილმა მარცხენა ხელით ასპარეზობისას ოქროს მედალი აიღო და პარა-მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

კაპრალ-სპეციალისტი თემურ დადიანი კი, ოქროს მედალოსანი და ევროპის პარა-მკლავჭიდის ჩემპიონი მარჯვენა ხელით ასპარეზობაში გახდა, ხოლო მარცხენა ხელით - მან მეორე ადგილი აიღო და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ასევე, ვერცხლის მედალი აიღო მარჯვენა ხელით შეჯიბრში კაპრალ-სპეცილისტმა ალიკა გითოლენდიამ.

ევროპის მკლავჭიდის და პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატს ბუდაპეშტი მასპინძლობდა. ჩემპიონატში მონაწილე დაჭრილი სამხედროები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლებების მხარდაჭერის და განვითარების ცენტრის სიმულაციის სასწავლო ჯგუფში მსახურობენ. ამავე დროს დაჭრილი მებრძოლები საქართველოს მკლავჭიდის ერთიანი ეროვნული ნაკრების პარა-ნაკრების სპორტსმენები არიან და ევროპის 28-ე პარა-მკლავჭიდის ჩემპიონატში ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზეს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები