Logo

ქართველმა კარატისტებმა საერთაშორისო ტურნირი 35 მედლით დაასრულეს

სპორტი
177
Frontnews image description

ქართველმა კარატისტებმა კონტაქტური კარატეს საერთაშორისო ტურნირზე საერთო ჯამში 35 მედალი მოიპოვეს, მათ შორის - 7 ოქრო, 10 ვერცხლი და 18 ბრინჯაო.

დასკვნით დღეს 18-წლამდელთა შორის აბსოლუტური ჩემპიონი ავთანდილ პარწიკანაშვილი გახდა, რომელმაც ფინალში თანამემამულე, ასევე ევროპის მოქმედი ვიცე-ჩემპიონი დიმიტრი მსხალაძე დაამარცხა.

"BATUMI OPEN 2025"-ის ტურნირს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე მასპინძლობდა.

მასში 13 ქვეყნის 431 სპორტსმენი მონაწილეობდა. მიღწეული შედეგით საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ ბათუმი 2026 წლის 9-10 მაისს, კონტაქტურ კარატეში ევროპის ჩემპიონატსაც უმასპინძლებს.

Advertisement