Logo

ქართველმა პარაძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე შვიდი მედალი მოიპოვეს

სპორტი
267
Frontnews image description

თურქეთის ქალაქ მერსინში პარაძალოსნობაში, წოლჭიმსა და სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა, სადაც საქართველოს ნაკრებმა შვიდი მედალი დაისაკუთრა.

პარასპორტსმენმა მირიან ოგნაძემ შესანიშნავი შედეგი აჩვენა. სპორტსმენმა 215 კილოგრამი, ხოლო ჩაჯდომში 282 კილოგრამი დაძლია და ორი ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან, სპორტსმენმა უსინათლოთა წოლჭიმში მსოფლიო რეკორდსმენის ტიტულიც მიიღო. 

გიორგი მაისურაძემ (+125კგ.) 165 კილოგრამი ჩათვალა, სამჭიდის ჯამში კი 590 კილოგრამი დააგროვა და ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

ბრინჯაოს მედლები ზაზა მარტიაშვილმა და გიორგი გიგაურმა მოიპოვეს.

Advertisement