კასპერ ველდკამპი – შოკირებული ვარ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევით საქართველოში


ავტორი
Front News საქართველო
შოკირებული ვარ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევით საქართველოში, სადაც გარეთ გამოსულმა უამრავმა მოქალაქემ აიმაღლა ხმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპერ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ნიდერლანდების სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.
“შოკირებული ვარ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევით საქართველოში, სადაც გარეთ გამოსულმა უამრავმა მოქალაქემ აიმაღლა ხმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის. ნიდერლანდები გმობს ამ მიუღებელ ძალადობას. ქართველი ხალხი ჩვენს სრულ მხარდაჭერას იმსახურებს“, – წერს კასპერ ველდკამპი.
თაგები:
კასპერ ველდკამპი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა