კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა 80 წელს გადაცილებული ქალი მოკლა


ავტორი
Front News საქართველო
კასპის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცმა ოჯახის წევრი, 80 წელს გადაცილებული ქალი მოკლა.
მკვლელობა სოფელ სასირეთში მოხდა. 35 წლის მამაკაცმა ქალს სასიკვდილო დარტყმა თავის არეში, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენა.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მოკლული ქალის გერის შვილია.
რა გახდა მკვლელობის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.
თაგები:
მკვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს