კასპის სასაფლაოზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ავტორი
Front News საქართველო
კასპში 35 წლამდე მამაკაცი მოკლეს. ცხედარი კასპის სასაფლაოზე მწყემსმა იპოვა.
მას ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილი ოჯახური ძალადობის მუხლით იხდიდა სასჯელს და ციხიდან თვენახევრის წინ გამოვიდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
თაგები:





