კატრინ კოლონა – ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია

ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ განაცხადა.
“ჩემს ქვეყანაში, ევროპაში, ევროკავშირში და მის მიღმა, ყველა შეშფოთებული იყო იმით თუ რა ხდებოდა პარლამენტში კანონპროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ აქციები, დემონსტრაციები და ჩვენ ძალიან ღიად ვუჭერდით მხარს ფაქტს, რომ თქვენ ითხოვდით თავისუფლებას და უკეთეს დემოკრატიას, შედეგი კარგი იყო. პრეზიდენტი მაკრონიც მხარს უჭერდა სპონტანურ მოძრაობას ახალგაზრდების მხრიდან და ქართველი ხალხის მხრიდან.
ევროკავშირში ინტეგრაციის გრძელ გზაზე, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება იქნება ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ეს თეთრზე შავით დაწერილი საგზაო რუკა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს, ყველა ამ საკითხს მე ხელისუფლებასთან განვიხილავ”, – განაცხადა კოლონამ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრები დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან.
თაგები:
კატრინ კოლონა




