
ავტორი
Front News საქართველო
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 რეკომენდაციის შესრულებაა საჭირო.
“კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა იმ 12 პრიორიტეტის შესრულება, რომელიც ევროპულმა კომისიამ დააწესა, რეფორმების გატარება.
ქართველმა ხალხმა ბევრჯერ აჩვენა თავისი მიჯაჭვულობა ევროკავშირთან. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ, რომ დაგეხმაროთ ამ გზაზე გავლა და საგარეო მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმ წინსვლის შესახებ, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება, განსაკუთრებით საკანონმდებლო სფეროში და რა თქმა უნდა, სხვებიც იქნება საჭირო.
სხვა პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მოწადინებული ვართ, რომ ხელი შევუწყოთ, დავაჩქაროთ ეს პროცესები, გზა არის გასავლელი, მაგრამ ჩვენ საქართველოს გვერდით ვართ”, – განაცხადა კატრინ კოლონამ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
თაგები:
კატრინ კოლონა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს