კავკასიის უნივერსიტეტი რამდენიმე ლექტორმა დატოვა


ავტორი
Front News საქართველო
კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორები ტოვებენ.
დღეს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.
მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუსმა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი “ბიძინას გინება” დაუსახელა.
ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დაწერეს ნიკო ნერგაძემ, ნინიკო რობაქიძემ, დავით ქაშიაშვილმა, ლევან ბერძენიშვილმა, სალომე უგულავამ, დავით ჭუმბურიძემ.
კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია სოსო ბერიკაშვილის პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებას უარყოფს და აცხადებს, რომ მის გაშვებას ისედაც აპირებდა, რადგან მუშაობით უკმაყოფილო იყო და გათავისუფლება ამ დღეებს “უბრალოდ დაემთხვა”.
თაგები:
უნივერსიტეტები

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს