ქედის მერია - ოჯახს მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მიეწოდა წერილობითი გაფრთხილება საცხოვრისის დატოვების აუცილებლობის შესახებ

ავტორი
Front News საქართველო
ქედის მუნიციპალიტეტის მერია სტიქიის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სახლი მდებარეობდა მეწყერსაშიშ ზონაში. ოჯახს მუნიციპალიტეტის მხრიდან არაერთხელ მიეწოდა წერილობითი გაფრთხილება საცხოვრისის დატოვებისა და უსაფრთხო ადგილზე გადასვლის აუცილებლობის შესახებ.
მისივე ცნობით, რვაწევრიანი ოჯახი ჩართული იყო "სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის პროგრამაში".
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების განმარტებით, ოჯახს დამატებით მიეწოდა გაფრთხილება მოსალოდნელი უამინდობისა და გაზრდილი საფრთხის შესახებ, თუმცა, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, ისინი კვლავ აგრძელებდნენ საცხოვრებლად სახლის გამოყენებას.
ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად სოფელ დოლოგანში საცხოვრებელი სახლი დაინგრა, დაშავდა 2 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
თაგები:
ქედის მუნიციპალიტეტი




