
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ გვჯერა საქართველოს მოქალაქეების, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს“, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს ამერიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
კელი დეგნანმა უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო რუსეთის რევანშიზმის წინაშე დგას და ეს რევანშიზმი უგულებელყოფს მისი მეზობელი სახელმწიფოების მშვიდობას, სტაბილურობას.
“შთამაგონებელია რუსული აგრესიისთვის გაწეული უდიდესი წინააღმდეგობა უკრაინელი ხალხის მხრიდან. ეს აგრესია საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ყველა კანონს უარყოფს. ვიცი, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მტკივნეულია უკრაინაში მიმდინარე ომის ყურება, რადგან თქვენ ყველაზე კარგად გესმით, რამდენად მძიმეა ინტერვენცია და ოკუპაცია იმ ძალების მიერ, რომლებიც დაშინებისა და ზეწოლის მეთოდებით მოქმედებენ. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის შეხსენება, რომ ადამიანები, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია, უნდა გაერთიანდნენ, რომ ძლიერი პარტნიორობა ახლა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მსოფლიო რუსეთის რევანშიზმის წინაშე დგას. ეს რევანშიზმი უგულებელყოფს მისი მეზობელი სახელმწიფოების მშვიდობას, სტაბილურობასა და ყოველი ჩვენგანისთვის ღირებულ ფუნდამენტურ პრინციპებს. ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობისა და სოლიდარობის დროა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს