კელი დეგნანი – არჩევნები გაიმართება ოქტომბერში, ნაადრევია საუბარი, რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნები გაიმართება ოქტომბერში, როგორც ეს დაგეგმილი იყო და ნაადრევია საუბარი, რა იქნება ამ არჩევნების შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
“ვიტყვი, რომ 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ექვსი თვის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დასჭირდა ამას ექვსი თვე, იყო იმის უზრუნველყოფა, რომ ის ყოფილიყო საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში და იყო კიდეც. ის კვლავ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან და სასარგებლო გზამკვლევს იმ რეფორმებისთვის, რომელთა ჩატარებაც საქართველოს სჭირდება უახლოეს თვეებში.
19 აპრილის შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება იყო ის, რომ ის იყო მრავალპარტიული შეთანხმება. საქართველოს თითქმის ყველა ლიდერმა მოაწერა მას ხელი, ყველა მათგანი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებიც წარმოდგენილია ამ გზამკვლევში. ასე რომ, ვფიქრობ, რომ ის ჯერ კიდევ წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ჩარჩოს რეფორმებისთვის, რომლებიც უნდა განხორციელდეს მომავალში”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს