
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გამოეხმაურა “ქართული ოცნების” დეპუტატის ირაკლი ზარქუას მიერ სენატორ ჯინ შაჰინის მიმართა გამოყენებულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს გამოეხმაურა.
“არც ერთი ქართველი არ გამოიყენებდა ამ სიტყვებს ვინმეს მიმართ. ვფიქრობ, რომ ეს იყო სრულიად შეუფერებელი და ვფიქრობ, რომ ამას ყველა ქართველი აღიარებს”, – აღნიშნა ელჩმა.
11 ნოემბერს ზარქუამ ამერიკელ სენატორს “ჩათლახი” უწოდა. ჟურნალისტმა მას შაჰინზე კითხვა დაუსვა, ზარქუამ კი შეურაცხმყოფელი რეპლიკა გააკეთა, რისი ვიდეოკადრებიც გავრცელდა.
მოგვიანებით ზარქუამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რეალურად, ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის შეურაცხყოფის მიზანი არ ჰქონია და ჟურნალისტებთან “სხვა კონტექსტში ხუმრობდა”.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს