კელი დეგნანი – ასე წარმოჩენა, რომ ეს ემსახურებოდა რევოლუციურ სცენარს, რეალობის სრული დამახინჯებაა

ავტორი
Front News საქართველო
ეს არის რეალობის არასწორად წარმოჩინება, როდესაც ცხადდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული ან იყო რაღაც რევოლუციური სქემა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
“ყველას შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე ფაქტს ან მტკიცებულებას ამ მოსაზრებისა. ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც კი შეცდომა დადასტურებულ და იდენტიფიცირებულ იქნა, საზოგადოება ინფორმირებულ იქნა საჯაროდ და ხალხს მიეცა შესაძლებლობა, გაეგო რა მოხდა. ეს იყო სტატისტიკურად უმნიშვნელო ფაქტორი და ამის შესახებაც მკაფიოდ იქნა ნათქვამი.
ვფიქრობ, ეს არის რეალობის არასწორად წარმოჩინება, როდესაც ცხადდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული ან იყო რაღაც რევოლუციური სქემა. ყველამ, ვინც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში ამ არჩევნებთან დაკავშირებით, იცოდა, რომ ყველა ძალისხმევა მიმართული იყო ძალიან დაძაბული ვითარების დეესკალაციისკენ. ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი, რასაც ვაკეთებდით ექვსი თვის განმავლობაში და მათ, ვინც მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში, ძალიან კარგად იციან ეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, “ISFED-ის ყოფილი ხელმძღვანელი ამბობს, რომ აშშ-ის საელჩომ იცოდა პარალელურ დათვლაში ცდომილებაზე, ე.წ. პოლიტიკურ კრიზისზე კი მოდერაციას საელჩო აწარმოებდა”.
თაგები:
კელი დეგნანი




