
ავტორი
Front News საქართველო
აშშ რაიმე სანქციას როცა აწესებს, ქვეყნდება ვებგვერდზე და წინასწარ არ ხდება განხილვა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
“ეს კითხვა ალბათ, უნდა მიემართოს უკრაინის მთავრობას და პრეზიდენტ ზელენსკის. რაც შეეხება აშშ-ს, როდესაც ჩვენ რაიმე სანქციებს ვაწესებთ, ეს ცხადდება საჯაროდ, ქვეყნდება ვებგვერდზე და წინასწარ არ ხდება ამის განხილვა“, – განაცხადა კელი დეგნანმა ივანიშვილის გარემოცვისთვის სანქციების დაწესების კომენტირებისას.
უკრაინამ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა. ე.წ. შავ სიაში არიან: ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი ტატე მამაცაშვილი.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს