
ავტორი
Front News საქართველო
სანქციები მნიშვნელოვანია, მაგრამ შეერთებული შტატები სანქციებს წინასწარ, დაწესებამდე არ აანონსებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს ეფექტი მომავალშიც ექნება.
“შემიძლია, ვთქვა, რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური, როგორც ამას ვხედავთ რუსეთთან დაკავშირებით და რის დანახვასაც გავაგრძელებთ. სანქციებს, რომლებიც მსოფლიომ რუსეთის წინააღმდეგ დააწესა, ეფექტი მომავალშიც ექნება. შეერთებული შტატები სანქციებს წინასწარ, დაწესებამდე არ აანონსებს”, – განაცხადა კელი დეგნანმა.
თაგები:
კელი დეგნანი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს